Posts

Showing posts from July, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

მეცხრე დღეს ვიმუშავეთ პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტზე, ასევე პორტფოლიოს ჩეკლისტზე. შევაჯამეთ ტრენინგის შედეგები. მოვისმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პრეზენტაციები. გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები პრეზენტაციის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე. ზოგადად ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა. პირადად ჩემთვის საკმაოდ ინფორმაციული იყო. დიდ მადლობას ვუხდი  ტრენერს, ქალბატონ რუსუდან მარკოზაშვილს, საინტერესო ტრენინგისათვის.

პროექტის პორტფოლიო

ბრბოს ფსიქოლოგიის პრობლემა

მერვე დღე

შევაჯამეთ განვლილი დღეები. დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება სხვადასხვა მოსწრების მოსწავლეთათვის  , შევქმენით გაზეთის შაბლონი მოსწავლეთათვის და გავეცანით ფასილიტაციას.დღევანდელი დღეც საინტერესოდ წარიმართა.

მეშვიდე დღე

მიმოვიხილეთ წინა ტრენინგი, ვიმუშავე შეფასების სტრატეგიებზე. განვიხილეთ მოდული 5-ის შფასება, სადაც ჩვენს გეგმაში შევიტანეთ შეფასების მეთოდები, მიზანი და შფასების ინსტრუმენტები. ასევე განვიხილეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტის შეფასების რუბრიკა და მასზე მუშაობა.